More

    თორნიკე შარაშენიძე: „ლანცეტმა“ რომ დაადასტურა „სპუტნიკ V“ კარგი ვაქცინააო, ეს იქცა აშკარა შოკად

    spot_img

    საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა თორნიკე შარაშენიძემ, მსოფლიოში არსებულ ვაქცინებზე და ვაქცინაციის პროცესზე შეფასება „ევრონიუსის“ ეთერში გააკეთა.

    მისი თქმით, როგორც კი პანდემია გაჩნდა მაშინვე დაიწყო რბოლა, კარგი ვაქცინის შესაქმნელად.

    „რუსეთმა ვაქცინა შექმნა, მაშინ ეს არავინ დაიჯერა, მაგრამ ის რომ „ლანცეტმა“ დაადასტურა „სპუტნიკ v“ კარგი ვაქცინააო, ეს იქცა აშკარად შოკად. რადგან როგორც ჩანს, გამეფებულია შეხედულება, რუსეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა. მაგრამ ჯანდაცვა, ფუნდამენტური მეცნიერება ,იქ საკმაოდ მაღალ დონეზეა, ასე რომ ადრე თუ გვიან რუსეთი შექმნიდა ვაქცინას.

    უფრო ადრე შექმნა, ვიდრე სხვებმა, ეს არის სერიოზული განაცხადი მისი პრესტიჟისათვის და გამოიყენებს ისევ და ისევ რბილი ძალის მხრივ, სამწუხაროდ ამას აყოლებს ხოლმე პროპაგანდას, რომ ვითომ „მოდერნა“ და „PFIZER“ ცუდია და მხოლოდ რუსული ვაქცინაა კარგი.

    ეს ვაქცინა კარგია და მისასალმებელია რომ კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ თავად არ ჩამოვიტანთ, მაგრამ სხვა ქვეყნები ხომ შეიტანენ.

    მთავარი საბოლოოდ არის ის, თუ ამ სიტუაციიდან რომელი სახელმწიფო გამოვა ნაკლებად დაზარალებული პირველ რიგში ეკონომიკურად.

    ეკონომიკა გადაარჩინა ჩინეთმა, მან თავიდანვე მიიღო სათანადო ზომები რომ ვირუსი შეეჩერებინა და ამაში ხელი შეუწყო, რომ ის ავტორიტარული ქვეყანაა. ეს ვერ მოახერხა ვერც რუსეთმა. მთავარი გადარჩენის პრინციპი ძირითადი სამი სეგმენტია :

    🔴პირველი ვინ დაასწრო ყველას კარგი ვაქცინის შექმნა. ვიცით, რომ ამერიკელებმა და ევროპელებმა დაასწრეს სხვებს;

    🔴მეორე, ვინ გამოვა კრიზისიდან დაუზიანებელი ეკონომიკურად;

    🔴და მესამე ვინ შეინარჩუნებს პრესტიჟს. ჩინეთს ამ შემთხვევაში რთულად ექნება საქმე. “ – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here