More

    თუკი მმართველი გუნდი ხალხს დაშორდა, იქნებ ახსნას, „როდის დაშორდა“ – ნიკოლოზ მჭედლიშვილი გახარიაზე

    spot_img
    ექსპერტი ნიკოლოზ
მჭედლიშვილი - Digest.ge

    „ქამელეონი ყველა იცით, მაგრამ თუ არ გაგიგიათ პოლიტიკური ქამელეონის შესახებ, ან არ გინახავთ ის აქამდე, მაშინ გაგიმართლათ, ის თქვენ ნახეთ წერეთლის გამზირზე თავისივე პარტიის პრეზენტაციაზე,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ნიკოლოს მჭედლიშვილი გიორგი გახარიას მიერ პარტიის „საქართველოსთვის“ დაფუძნებას.

    ექსპერტის თმით, საზოგადოებას გახარიას მოღვაწეობის, მისი ახალი გუნდის ზოგიერთი წევრის, მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ კითხვები აქვს:

    „გიორგი გახარია, რომელიც „ქართული ოცნების“ ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შსს მინისტრი და პრემიერ მინისტრიც იყო, დღეს ამბობს, რომ გადადგა პრემიერობიდან იმიტომ, რომ მისი მშობლიური პარტია „დაშორდა ხალხის პრობლემებს“.

    სხვა რამ მახსოვდა დღემდე, მეგონა გადადგა იმიტომ, რომ ნიკანორ მელიას დაჭერა საქართველოს დასავლეთთან დაახლოებას ხელს შეუშლიდა. თუმცა ის მაშინ შეცდა. დასავლეთი როგორც არასოდეს, ისე უჭერს მხარს საქართველოს სწორედ ახლა.

    გახარია კი დღეს ამტკიცებდა სრულიად სხვას. თუკი მმართველი გუნდი ხალხს დაშორდა, იქნებ ახსნას, „როდის დაშორდა“, როცა ის ომბუდსმენი იყო, ეკონომიკის მინისტრი და ეკონომიკის აღორძინება ევალებოდა, მისი შსს მინისტრობის დროს, როცა მას კრიმინალთან ბრძოლა ებარა, თუ მან „ოცნება“ „ხალხს დააშორა“ თავისივე პრემიერობის დროს?

    ბევრი კითხვები აქვს საზოგადოებას მისი მოღვაწეობის, მისი ახალი გუნდის ზოგიერთი წევრის და მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. ამ კითხვებს დასვამს საზოგადოება და დავსვამ მეც. სფეროების მიხედვით და უფრო კონკრეტულს!“ – აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !