More

    „თურმე ამინდის პროგნოზზეა დამოკიდებული, გაგიმართლებთ თუ არა, რომ ორპირმა ქარმა არ გაგაღვიძოთ კოვიდპალატაში შვილთან ერთად…“ – ციცი ფალავანდიშვილი

    spot_img
    ციცი ფალავანდიშვილი

    მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის უმცროს შვილიშვილის, ქალიშვილის, ნინი დედალამაზიშვილის შვიდი წლის გოგონას კორონავირუსი დაუდასტურდა და დედა-შვილი გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც პაციენტებისთვის სათანადო პირობები არ არის შექმნილი.

    გთავაზობთ ციცი ფალავანდიშვილის სტატუსს ამ თემაზე:

    „ჩემს უმცროს შვილიშვილს დაუდასტურდა კოვიდი, ექიმის რეკომენდაციით, მაღალი სიცხეების გამო, 7 თვის სესილი ნინიმ გადაიყვანა კლინიკაში! მიუხედავად იმისა, რომ ექთნები და ექიმები კოვიდთან პირველ ხაზზე იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ მიზერული ხელფასით, ინფრასტრუქტურა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საუბარია ბავშვებზე… პალატაში არსებული რკინის საწოლი არაა 7 თვის ბავშვისთვის უსაფრთხო, სველ წერტილები გაუმართავია.

    ამბავი ახლა იწყება – ნინიმ გამომიგზავნა ვიდეოები, სადაც ჩანს ორპირი ქარი შედეგად ახდილი ჭერი, რომელიც ქარის სიძლიერის მიხედვით მოძრაობს პალატაში. შეშინებულმა დამირეკა, თერაპევტს ვთხოვე დახმარება, რადგან მაკანკალებს სიცხისგანო, რაზედაც ექიმმა დამაშვიდებელი შესთავაზა და ურჩია, დილამდე გაეძლო 7 თვის კოვიდიანი ბავშვით ასეთ პალატაში!!! ამინდთან უძლურები ვართ, ქარია, რას ვიზამთო.

    მოვითხოვ, დაუყოვნებლივ ზომებს, რომ ჩემი შვილი და შვილიშვილი გამოწერონ ახლავე და მიიღონ ზომები, როგორ უნდა მოვიქცეთ!!!

    ეს არაა მხოლოდ ჩემი შვილისთვის და შვილიშვილისთვის ხმის ამოღება, ესაა ყველას შვილისთვის, რომლებმაც შესაძლოა, არ იციან, როგორ იბრძოლონ თავისი უფლებების დასაცავად!!! საუბარია კოვიდკლინიკაზე, სადაც ისედაც უდიდესი სტრესია მშობლისთვის! წარმოდგენაც კი მზარავს, როგორ პირობებში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხმას ვერ იღებენ და სისტემასთან უძლურები არიან!!!

    ამჟამად, სესილი ჰყავს გახვეული, პლედებში რომ არ შეცივდეს, ნინის სთავაზობენ დამამშვიდებელს და დილამდე გაძლებას, რაც წარმოუდგებელი დაცინვაა.

    თურმე ამინდის პროგნოზზეა დამოკიდებული, გაგიმართლებთ თუ არა, რომ ორპირმა ქარმა არ გაგაღვიძოთ კოვიდპალატაში შვილთან ერთად. პ.ს. ჯანდაცვის სამინისტრო, მიეცით ექიმებს და მედპერსონალს ნორმალურ პირობებში მუშაობის უფლება!..“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !