More

    თუ ავტობუსით მგზავრობთ, ეს უნდა იცოდეთ

    spot_img
    თბილისის ავტობუსი

    თბილისში ახალი სატრანსპორტო ქსელის სრულად დანერგვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო, საშუალოდ, 4 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

    „ჩვენ შევიმუშავეთ და ეტაპობრივად ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამდონიანია. ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და მისი მკვებავი, დამაკავშირებელი ორი – საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი და მომავალში იმოძრავებს უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე – 6, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად იმპლემენტაციის შემდეგ, მოცდის დრო მცირდება მინიმუმამდე. ეს იქნება საშუალოდ 4 წუთი, ხოლო ავტობუსების ტევადობა და გამტარუნარიანობა იზრდება 2.5-ჯერ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

    აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საავტობუსე ზოლები არ მოეწყობა, ტრანსპორტის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს აზრი ეკარგება.

    ამასთან, დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე თბილისში არცერთი ყვითელი ავტობუსი და მიკროავტობუსი აღარ ივლის.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !