More

    თუ არიან ბავშვები, რომლებსაც არ უნდათ პანსიონის დატოვება, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?

    spot_img
    გამზარდიაფდსგზდფგ

    პიარ-სპეციალისტი არჩილ გამზარდია ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებებისა და ნების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გამზარდია მიიჩნევს, რომ მოზარდების გადაყვანის პროცესში, მათი ნება სურვილი უნდა იქნეს გათვალისწინებული.

    „თუ არიან ბავშვები, რომლებსაც არ უნდათ პანსიონის დატოვება, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? იძულებით გადაიყვანენ?

    თუ პანსიონში არსებობს სამეგობროები ან ოჯახურ-ნათესაური კავშირები და აქვთ სურვილი, ერთად იყვნენ, ერთად მოხვდებიან ახალ ადგილებში? არ დააშორებენ მათ?

    ახალ ადგილზე გადასვლის შემდეგ, თუ აღსაზრდელებს არ მოეწონებათ საცხოვრისი და ისევ პანსიონში დაბრუნებას არჩევენ, დააბრუნებენ მათ? ან შეუცვლიან ადგილსამყოფელებს მანამ, სანამ ბავშვები კმაყოფილები არ იქნებიან?
    ბავშვების ნება და სურვილები, იმედია, გათვალისწინებული იქნება“, – წერს გამზარდია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !