More

    თუ გინდა დააზიანო „ქართული ოცნების“ გუნდი, პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს უნდა „დაარტყა“, ეს გააკეთა გახარიამ გუშინ – მამუკა მდინარაძე

    spot_img
    მამუკა მდინარაძე -
პარლამენტის ვიცე სპიკერი

    „თუ ოდნავ მაინც იცნობ „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს უნდა „დაარტყა“ და ეს გააკეთა გახარიამ გუშინ,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას. 

    მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მენეჯმენტი აგებულია მთლიანად ირაკლი კობახიძეზე და მასსაუკეთესო მენეჯერის ბერკეტი აქვს.

    „ირაკლი კობახიძის მიმართ ასეთ აგრესიას და თავდასხმას, ჩემი აზრით, აქვს რამდენიმე მიზეზი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ თუ ოდნავ მაინც იცნობ „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, პირველ რიგში უნდა „დაარტყა“ ირაკლი კობახიძეს. არა მხოლოდ როგორც პარტიის პოლიტიკურ ლიდერს, არამედ როგორც მენეჯერს, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული პარტიაში და პარტიულ შიდა სამზარეულოში, რასაც მენეჯმენტი ჰქვია. „ქართულ ოცნებაში“ ეს მენეჯმენტი ბოლო წლებია, მისი აღმასრულებელი მდივნობის დროსაც და ახლაც, პარტიის ხელმძღვანელობის დროს, აგებულია მთლიანად ირაკლი კობახიძეზე. მას აქვს საუკეთესო მენეჯერის ბერკეტი, ამიტომ, თუ გინდა დააზიანო „ქართული ოცნების“ გუნდი, თან თუ იცნობ შიდა სამზარეულოს, პირველ რიგში იცი, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა „დაარტყა“ და ეს გააკეთა გახარიამ გუშინ. გარდა ამისა, სხვა მიზეზებიც არის, ამაზე მეტს ვილაპარაკებთ,“ – აღნიშნა მდინარაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !