More

    „თუ კანონს ვარღვევთ, მოგვთხოვოს სახელმწიფომ პასუხი, ხომ არ ვიჩხუბებთ ფიზიკურად?“ – მეუფე ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

    spot_img
    მეუფე ნიკოლოზი

    მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, სამართლიან სახელმწიფოში ხელისუფლება პასუხს სთხოვს კანონის დამრღვევს.

    „თუ კანონს ვარღვევთ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის დარღვევაზე მოგვთხოვოს სახელმწიფომ პასუხი. არ არის ასე? ხომ არ ვიჩხუბებთ ფიზიკურად? ყველას აქვს უფლება დაარღვიოს კანონი, ოღონდ მერე უნდა ვაგოთ კანონის წინაშე პასუხი…

    ყველა მოქალაქეს, სახელმწიფოში ვინც ცხოვრობს, შეუძლია დაარღვიოს კანონი, ოღონდ ამ კანონის წინაშე მერე სახელმწიფომ უნდა აგებინოს პასუხი, ასე არ არის? ვინმეს აუკრძალეს დანაშაულის ჩადენა? ჩადიან დანაშაულებს, ოღონდ მერე უნდა მოსთხოვონ პასუხი. თუ მე ჩავიდინე რაიმე დანაშაული, მომთხოვოს სახელმწიფომ პასუხი და მაგებინოს. თუ ომბუდსმენმა დაარღია, არ შეიძლება ასე მომხდარიყო, იმასაც მოსთხოვონ, მერე სასამართლომ გადაწყვიტოს”, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი „ფორმულას“ ეთერში.

    ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !