More

    „თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, პასუხისგებაში მისაცემია“ – ვის დასჯას ითხოვს მამა პეტრე კოლხი?

    spot_img
    პირადი

    მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

    მისი თქმით, თუ ძალადობის შემთხვევები ფიქსირდება, ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იზრუნონ.

     

    „არ ვიცი რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში, არ ვიცი რომელია სიმართლე, რომელი ჭორი, მაგრამ ყველანაირი ძალადობა, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, დასაგმობი და პასუხისგებაში მისაცემია.

    იმედია, გამოძიება სიმართლეს გამოავლენს და არავის ექნება მცდელობა, ვიმედოვნებ, არც ერთი მხარე შეეცდება ფაქტები დაამახინჯოს და მათთვის სასურველი სამოსით შეფუთოს ბავშვთა საქმე.

    ზოგადად, ვინც პრობლემაზე საუბრობს ის არ არის მტერი და დამაქცევარი, მტერი ის არის, ვინც ძალადობას და უღმერთო ანგარიშსწორებას ხელს აფარებს.

    და საერთოდ, დროა ქრისტიანობა ვისწავლოთ და მისი უმთავრესი პრინციპი – თანასწორობა ცხოვრების წესად ვაქციოთ.

    ვემიჯნები ძალადობას, აგრესიას, ქრისტეს სახელით საკუთარი სიბნელის ტირაჟირებას!..” – წერს მამა პეტრე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !