More

    „თუ საქმის კეთება გინდოდათ, 7 თვის წინ უნდა დაგეწყოთ“ – დავით ჩიხელიძე „ნაციონალურ მოძრაობას“

    spot_img
    დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე - Digest.ge

    „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, დიახ, ჩვენ ფურთხის ღირსნი ვართ! ცალსახად მისასალმებელია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, მაგრამ მათ ამით გვაჩვენეს, რომ არათანმიმდევრული, არასახელმწიფოებრივი უპრინციპო ბრბოა და არა ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანება,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას.

    „ალბათ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება გახსოვთ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ დაუშვებელია პარლამენტში შესვლა და ყველას ვინც პარლამენტში შევა, ქართველი ხალხი სახეში შეაფურთხებს. განცხადებიდან ჩანს, რომ სააკაშვილის ქართველი ადამიანი ისევე ამორალური ჰგონია, როგორც თვითონაა. აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც დაეთანხმნენ და განსხვავებული აზრი არავის გამოუთქვამს, ეს იყო წარსულში, დღეს კი ისინი პარლამენტში არიან. დასაწყისში აღვნიშნე, რომ ზნეობრივად ქართველი ადამიანი მათზე მაღლა დგას.

    რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოექცევიან არა ისე როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე როგორც ამას ქართული საზოგადოება იმსახურებს. აღნიშნული ფრაზის სისწორე დღეს კიდევ ერთხელ გამახსენდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რომ ფურთხს არ იღებს არა მათი, არამედ ქართული საზოგადოების მაღალი ზნეობრივი მდგომარეობის დამსახურებაა!

    ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემდეგ ყველაზე მეტად ერთი განცხადება დამამახსოვრდა, რომელიც გოცირიძემ გააკეთე, „ჩვენ პარლამენტში საქმის საკეთებლად შევედით“. ბატონებო, თუ საქმის კეთება გინდოდათ, აქამდე სად იყავით? 7 თვე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდით, რითაც დააზიანეთ სახელმწიფოს ინტერესები. დღეს კი საქმის კეთებაზე მესაუბრებით. არ მჯერა თქვენი გულწრფელობის, რადგან თუ საქმის კეთება გინდოდათ, 7 თვის წინ უნდა დაგეწყოთ. თქვენ კი 7 თვის წინ სახელმწიფოს ნგრევის მცდელობა გქონდეთ და არა აღმშენებლობის!“ – აღნიშნავს ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !