More

    „თუ შევთანხმდებით პარლამენტში შევალთ“ – ელისაშვილი

    spot_img

    მმართველი გუნდის ლიდერებსა და პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა 2 საათია გრძელდება. 

    როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა ეს გადამწყვეტი შეხვედრა იყოს და „საშვილიშვილო შეთანხმებას“ დღეს მოეწეროს ხელი.

    ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება შედგა საკანონმდებლო ორგანოში შევლენ.

    „გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეგვიქმნა. ნამდვილად გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. გულდასაწყვეტი იყო, რომ ზოგიერთები განსაკუთრებით ოპოზიციიდან, როგორ ცდილობდნენ გადაეკეთებინათ ჩემი ნათქვამი.

    ზოგიერთი მედია ცდილობდა წარმოეჩინა ისე რომ თითქოს ელისაშვილმა მიიწერა ეს ყველაფერი. მე ვთქვი მოლაპარაკების პროცესზე, არ მითქვამს რომ პერსონალურად ჩემი დამსახურებაა და ისეთი მძლეთამძლე ვარ რომ სასამართლო გავარღვიე.

    ეს იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურება. ეს იყო კარგი ნაბიჯი ნდობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზეც შეგვიძლია წინ წავიწიოთ და შევთანხმდეთ.

    რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო წესებს, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეს არის ის საკითხი, რომელიც საქართველომ ვერ მოვაგვარეთ 30 წელია, ამ კაბინეტში არის იმის შანსი, რომ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

    28 იანვარს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მოლაპარაკებების შედეგი იყო.

    ელისაშვილის კიდევ ერთი მოთხოვნა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია და თვითმართველობის არჩევნების პლებისციტის სახით გამოყენება.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here