More

    „თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყნის განვითარება, ჯობია დაისვენოთ“ – ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გახარიას მიმართავს

    spot_img
    გახარია

    ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი ყოფილი პრემიერის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის – გიორგი გახარიას ჟურნალისტებთან შეხვედრას ეხმაურება და მას დასვენებას ურჩევს.

    „დაიჯესტი“ ქეთი ბოჭორიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

    „ვუსმენ გიორგი გახარიას … არა, ვიტყუები ვერც ვუსმენ … ვკითხულობ მის კომენტარებს და კვლავ ამ კითხვის დასმა მინდა… გთხოვთ გამახსენოთ/ შემახსენოთ ერთი განხორციელებული პროექტი, მოზიდული ინვესტიცია, ინიციატივა … ან უბრალოდ იდეა, რომელიც ეკუთვნის, აწ უკვე ყოფილ ეკონომიკის მინისტრს/შსს მინისტრს/ და ბოლოს პრემიემინისტრს 8 წლის განმავლობაში… ცოტა დრო არ არის.

    13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები – ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები

    გაჩერებული/შეჩერებული პროექტების სია ბევრია…. არქივი არსებობს… ანაკლიის პორტი, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ახალი კომპონენტები, მათ შორის „გადაიღე საქართველოში” ორ წლიანი რედიზაინი ანუ იგივე გაჩერება, ბიზნესსახლი (არა, გიორგი, ეს იდეა თქვენი არ იყო, თუმცა თქვენ ნამდვილად გააჩერეთ), არსებულ ინვესტორებთან მილიონობით გადაუჭრელი საკითხი და შეჩერებული ინვესტიციები (კარგად ჩანს FDI სტატისტიკაში, არათუ ახალი ინვესტორი არ გვყავს, რაოდენობრივად თითქმის განახევრდა უცხოური ინვესტიციები საქართველოში), საზღვრიდან გაბრუნებული ტურისტები, გაჩერებული პრივატიზაცია, მთლიანად ქვეყნის ჩაკეტვა- პანდემიის მართვის სახელით … რეფორმებზე არც მაქვს საუბარი…ცოტა ხნის წინ ვისურვე „from reformer to performer, let us have both in this decade” – თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყნის განვითარება … ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ. ჯობია დაისვენოთ აწი!’,- წერს ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !