More

    „თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ, ზურა ბატონო“ – ნატო დუმბაძე ზურა ჯაფარიძის განცხადებაზე

    spot_img
    ნატო დუმბაძე და ფარაიძე
ზირა

    პროდიუსერი – ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ჯაფარიძემ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს „სხვა­დას­ხვა ფე­რის ფა­შის­ტე­ბი და წი­თელ-მწვა­ნე კო­მუ­ნის­ტე­ბი” უწო­და და მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა.

    როგორც ნატო დუმბაძე წერს, სამშობლოს, რომ დაცვა დასჭირდეს ჯაფარიძე მამაოებთნ ერთად დაიმალება.

    „დაიჯესტი“ ნატო დუმბაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

    „ზურაბ ჯაფარიძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე – სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ.

    ნუ თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ ზურა ბატონო და ბოდიში! ასე ღრმად არ ვარ ჩახედული ნამახვანის ამბებში თუმცა ესენი რომ ვინმეს ფაშისტებს უწოდებენ სულ მცირე გადახედონ რომელ წლებში აქვთ „ნამოღვაწარი” თვითონ!

    ჰო კიდევ „მამაოებად“ კურთხევა არ დაავიწყდეთ და კურთხეულებს უქადაგონ!

    სამშობლოს დაცვა რომ დაჭირდეს, პირველი დაიმალებით თქვენს „მრევლთან“ ერთად!

    შეიძლება მეც დავინახე და გამიკვირდა კიდევაც ვიღაცების იქ ყოფნა, მაგრამ თქვენნაირებს იქ მდგომი „ფაშისტები“ მირჩევნია!

    ისე ნეტა წითელ – მწვანე რომელია?“- წერს ნატო დუმბაძე.

    შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

    ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

    რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !