More

    იაგო ხვიჩია: გვინდა „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შევარიგოთ

    spot_img

    „გვინდა „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შევარიგოთ და შერიგებულები შევიდეთ პარლამენტში“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯოდმარემ იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

    მის თქმით, შესაძლოა „გირჩსა“ და „ქართული ოცნებას“ შორის შეხვედრა დაიგეგმოს.

    „როგორც ოპოზიციაში ვიცნობდით კოლეგებს და ველაპარაკებოდით იმის მიუხედავად, მოგვწონდა თუ არა, იგივეა გასაკეთებელი „ქართულ ოცნებაში“. უბრალოდ, ვიცნობდეთ ამ ადამიანებს, გავიგოთ, რა უნდათ ზოგადად, ჩვენ რა გავლენა შეიძლება მოვახდინოთ მაშინ, როცა მათ სურვილები არ მოგვეწონება.

    სულ ცოტა, უნდა ვიცნობდეთ ამ ადამიანებს. აქამდე რომ არ ვაკეთებდით ამას, შეცდომა იყო. ალბათ დაიგეგმება შეხვედრა და შედგება კიდეც, უბრალოდ ახლა სხვა პროცესში ვართ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

    👉 ინფორმაციისთვის, 27 იანვარს „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გაცნობა და მასთან მომავალზე საუბარი სურს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here