More

    „იავნანას“ მთელი საქმიანობა ძირითადად, ამ რეფორმის განხორციელებას ემსახურებოდა“ – ბურჭულაძე პანსიონის საქმეზე

    spot_img
    პაატა ბურჭულაძე

    მსოფლიო ბანი და ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, შექმნილ ვითარებაში გამოსავალს, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაცემაში ხედავს.

    „მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო ოჯახების გაძლიერების ნაცვლად კვლავ დახურულ ინსტიტუციას აფინანსებს! 2004 წლიდან ძალიან დიდი შრომა გასწია არაერთმა ორგანიზაციამ, რომ ასეთი ტიპის სახლები თუ პანსიონები დახურულიყო და ყველა ბავშვი დაბრუნებულიყო საკუთარ დედასთან ან მინდობით აღზრდაში გადასულიყო. ფონდ „იავნანას“ მთელი საქმიანობა ძირითადად, ამ რეფორმის განხორციელებას ემსახურებოდა. „იავნანა“ სახლებს გადასცემდა გაჭირვებულ ოჯახებს, რადგან ბავშვებს მშობლებთან ერთად ეცხოვრათ. გაიხსნა დღის ცენტრები, სადაც ამ ბავშვებზე მთელი დღე ზრუნავდნენ და საღამოს მათ აბრუნებდნენ ოჯახებში. „იავნანა“ სახელმწიფოს ეხმარებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და ამისთვის აგროვებდა თანხას აქციების, კეთილი ადამიანების და ჩემი მეგობრების თანადგომით“.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !