More

    ივერი მელაშვილი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

    spot_img

    საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

    მელაშვილის თქმით, მისი განცხადება არ ნიშნავს დედა ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას. ის აცხადებს, რომ მიუღებელია დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები.

    „საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. ჩემს განცხადებებში არცერთ შემთხვევაში არ შევხებივარ, უდიერად არ მომიხსენიებია არც დედა ეკლესია, არც საპატრიარქო.

    უპირველეს ყოვლისა ქართველი და მართლმადიდებელი ვარ. რაც შეეხება საზღვრის დელიმიტაცია და მათ შორის დავით გარეჯის ქედს გადაღმა არსებული კელიები და მონასტერი და ა.შ. პროცესი არის ძალიან წყნარად, სკურპულოზურად და მიზანდასახულად სამუშაო პროცესი.

    არცერთ შემთხვევაში ამ პროცესში ხელს არ უწყობს და ხელს უშლის „ურა პატრიოტული“ და მსგავსი უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელი განცხადებები. არ ეპატიება ისეთ შემადგენელ ნაწილს, როგორიც არის ბერი. ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს გალაშქრებას დედა ეკლესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა „მთავარის“ ეთერში მელაშვილმა.

    👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    👉 28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    👉 „რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს?“ – საპატრიარქო დავით გარეჯის საქმეზე

    👉 პროკურორი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აუცილებლად მოიხდიან სასჯელს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here