More

    „ილია მეორემ დააკომპლექტა სინოდი კოლექტიური სპირიდონებით“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

    spot_img
    ილია მეორე

    დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეტეხის ტაძრის მოძღვრის, დეკანოზ ანტონ კიკნაველიძის, ანტივაქსერულ მოწოდებას ეხმაურება, სადაც ის საუბრობს, რომ  ვაქცინირებული ადამიანები ბლუთუზს იჭერენ. 

    VIDEO: „მამაომ თქვა, აცრილები ბლუთუზს იჭერენო,აბა, ვნახოთ“ – არჩილ მარშანიას ექსპერიმენტი

    ილია ჭიღლაძე წერს, რომ წმინდა სინოდი სავსეა კიკნაველიძის მსგავსი „კოლექტიური სპირიდონებით“ და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს პატრიარქი, ილია მეორეა.

    „ამისთანა გონებაცდომილებით და უტვინოებით აავსო ეკლესია ილია მეორემ. ზუსტად მან, რადგან მან დააკომპლექტა სინოდი კოლექტიური სპირიდონებით, რომელიც პასუხისმგებელია მთელ ეკლესიაზე და კონკრეტულად ილია მეორე არის პასუხისმგებელი თავის ეპარქიაზე, თბილისის სამღვდელოებაზე. ეს საცოდავი ანტონი შეიძლება მოძღვრად იწოდებოდეს?! ამან რა უნდა ასწავლოს ადამიანს?! – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !