More

    ილონ მასკის Starship საცდელი ფრენისას ისევ აფეთქდა (ვიდეო)

    spot_img

    ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ექსპერიმენტული ხომალდი „Starship“ საცდელი ფრენის დროს დედამიწაზე დაჯდომისას აფეთქდა. ამის შესახებ cbsnews.com იუწყება. 

    საცდელი ფრენა ტეხასის შტატში განხორციელდა. ხომალდი 10 კმ სიმაღლეზე აფრინდა და შემდეგ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დედამიწაზე დაშვება დაიწყო. დაფრენამდე რამდენიმე წამით ადრე ხომალდი კვლავ ამობრუნდა, რათა ვერტიკალურად დამჯდარიყო. სწორედ ამ დროს მას ერთ-ერთი სამუხრუჭე ძრავი არ ჩაერთო და Starship 200 კმ/სთ-ის სიჩქარით დედამიწას შეეჯახა.

    აფეთქების მიუხედავად, პროექტის ავტორები ცდებით კმაყოფილები არიან, ყველა დანარჩენი მანევრი, ისევე როგორც პირველი საცდელი ფრენის დროს, Starship-მა დაგეგმილად შეასრულა. „ხომალდმა კარგად იფრინა, უბრალოდ დაჯდომაზე ცოტა მეტი მუშაობა დაგვჭირდება“ – განაცხადა მთავარმა ინჟინერმა ჯონ ინსპრუკერმა.

    ცდების მსვლელობით SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკიც კმაყოფილია. მისი თქმით, პრობლემა საწვავის ავზების გადართვაშია და მის გამოსწორებაზე სპეციალისტები იმუშავებენ.

    Space X-ის ხომალდ Starship-ის მეშვეობით ილონ მასკი მთვარეზე და მარსზე ადამიანების გაგზავნას აპირებს. ეს ისტორიაში ყველაზე დიდი და მძლავრი კოსმოსური რაკეტა და ხომალდია. მისი მეშვეობით დედამიწის ორბიტაზე 100 ტონა ტვირთის გაგზავნა იგეგმება.

    მასკი და მისი კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მომავალში ერთი და იგივე Starship-ის მეშვეობით კოსმოსში გაფრენა დღე-ღამეში 3-ჯერ იქნება შესაძლებელი, ხოლო კოსმოსური ფრენები მნიშვნელოვნად გაიაფდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here