More

    „იმე­დია, გაბ­რი­ელ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტან­ჯვა იქ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი იმის, რომ და­ა­შა­ვებ, და­ის­ჯე­ბი!“ – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა გენერალურ პროკურორს მადლობას უხდის

    spot_img

    არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ იარაჯულის განცხადებით, მისი მცირეწლოვანი შვილი დღეს დაზარალებულად ცნეს, ხოლო იმ პირის მიმართ, რომელსაც დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” პუნქტით დაიწყო.

    10 წლის გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის დე­დამ, თამარ იარაჯულმა, რო­მე­ლიც მის შვილ­ზე სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას მო­ი­თხოვ­და, მი­ზანს მი­აღ­წია და მო­ძა­ლა­დის მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. ამის შესახებ იარაჯული სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

    თამუნა იარაჯული მადლობას უხდის საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ობიექტურობისთვის და სამართლიანობისთვის:

    „ვისაც, გაბრიელის სკოლაში მომხდარ ფიზიკურ ძალადობაზე გამოძიების დაწყების შესახებ გახსოვთ, მინდა გითხრათ, აი, ამ წუთებში ვიმყოფებით ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც გაბრიელი სცნეს დაზარალებულად. დაიწყო პიროვნების მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
    126 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” პუნქტით. ეს არის პიველი პრეცენდენტი, ყოველ შემთხევაში გახმაურებული,
    რომელიც დაიცავს სხვა ბავშვების უსაფრთხო სწავლებას სკოლებში.

    ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბავშვზე ძალადობა დანაშაულია და ეს დასჯადია! საშინელი ცხოვრების გზის გავლა გვიწევს, მაგრამ მშობლების გარდა – სამართალი და სამართლიანი ადამიანები თუ დაიცავენ ჩვენს შვილებს, მათი მომავალი დაცული იქნება. მადლობა, საქართველოს გენერალურ პროკურორ ბატონ ირაკლი შოთაძეს ობიექტურობისთვის და სამართლიანობისთვის! მე არა ერთხელ მომეცა პირობა, რომ პროკურატურის მხრიდან იქნება ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერებული. მართალია, დიდი ხანი გრძელდება გამოძიების პროცესი,
    მაგრამ ეს გამოძიების უფლებაა, რათა ამომწურავად მიიღონ ყველა ინფორმაცია. ესეც პრობლემაა ჩვენს მდგომარეობაში. მაგრამ იმედია, გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი იმის, რომ დააშავებ, დაისჯები!

    ამ ფაქტს უფრო მეტი დამნაშავე ჰყავს და იცით რატომ? როდესაც ფაქტს შეესწრები და არ რეაგირებ, ესეც დანაშაულია! მე ასე ვისწავლე. ქვეყანაში, სადაც მკვლელის დაკავების დროსაც კი აკრძალულია ხელების გადაგრეხვა, ზურგში ხელის ჩარტყმა, კედელზე მიხეთქება, ჩვენი შვილების შემთხვევაში, ეს ისევ ნორმად რჩება
    ძალიან მძიმეა ის კადრები რისი ნახვაც მიწევს, გაგვანადგურა ყველა, ოჯახის წევრი, თუმცა, ერთი რამ მაძლიერებს, ეს დღე იქნება ყველასთვის სამაგალითო, რომ მიდგომა /მეთოდები გამოსწორდეს, რომელიც დანაშაულს შეიცავს.

    მეც მქონია გაბის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემა და ეს მარტივი არ არის, მაგრამ იმ დროს, როდესაც დანაშაული მოხდა, იყო დანაშაული და არა ვითომ „საჭიროება“. კიდევ ერთხელ მივმართავ განათლების სამინისტროს – სისტემა ძალადობს ბავშვებზე!რომელიც მერე ამძიმებს მათ მდგომარეობას! მერე აუტიზმი ხდება „საშიში“ დიაგნოზი, მერე ისაკაძე მეტყვის, რომ მედიკამენტი მივცე. ამას ვერცერთი მედიკამენტი ვერ უშველის.

    ექვსი თვე ბავშვს ჰქონდა დეპრესია და მძიმე დღეები. ასე აღვივებთ სკოლაში სიძულვილს და ასწავლით ძალადობას ბავშვებს და მერე?! მერე აუტიზმია აგრესიული და თქვენ ყველა კომპეტენტური. გაბრიელის უფლებებს სასამართლოში დავიცავ მე, გაბრიელის დედა, იმიტომ არა, რომ კონკრეტული პირის დაკავებაა ჩემი მიზანი, არა, ეს არაა მთავრი, რადგან მას ისევ ისეთი დამნაშავე შეცვლის. ჩვენ დღეს გადავდგით უდიდესი ნაბიჯი,
    და ამ ნაბიჯით შევეცდები მთელს საქართველოს გავაგებინო – მეგობრებო, დანაშაული დაისაჯა! დასჯადია!
    სასამართლოს დაველოდოთ საბოოლო შედეგისთვის, ახლა კი მინდა გითხრათ, რომ მშობელს იმედი და კანონი აძლიერებს!“, – აღნიშნავს თამუნა იარაჯული.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here