More

    „იმედია გონიერებას მოუხმობთ და 26 მაისის აღნიშვნას ხელს არ შეუშლით“ – ვეფხვია გულედანი ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებს

    spot_img
    დემოკრატიული ცვილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
ვეფხვია გულედანი - Digest.ge

    „ნამახვანჰესთან დაკავშირებული აჟიოტაჟი არ წყდება, აქციის მონაწილეებმა თბილისში გადმოინაცვლეს და დედაქალაქის პიკეტირებას აანონსებენ, იმედია გონიერებას მოუხმობთ და 26 მაისის აღნიშვნას ხელს არ შეუშლით, რადგან 26 მაისი გახლავთ ერთადერთი სახალხო დღესასწაული, რომელიც თითოეული ქართველის არის,“ – ამის შესახებ პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს. 

    როგორც გულედანი აღნიშნავს, ნამახვანჰესთან დაკავშირებულ კითხვებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა გასცეს პასუხი:

    „დამოუკიდებლობის დღის წართმევის და მიტაცების უფლება არავის აქვს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიზანი საშუალებას არ ამართლებს. ნამახვანჰესის საკითხის სიღრმისეული შესწავლა ცხადყოფს, რომ დღეს არსებული კითხვები მიმართული უნდა იყოს ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან, მაგრამ აქციის მონაწილეები საეჭვოდ არიან გაჩუმებული და გახარიას პერსონას არც კი ახსენებენ, რეალურად კი ხელშეკრულება სწორედ გახარიას დროს გაფორმდა, რასაც მისი ხელმოწერაც ადასტურებს. აქციის შინაარსი და ფორმა გვიჩვენებს, რომ ეს არის აქცია პოლიტიკური შუქჩრდილებით,“ – აცხადებს გულედანი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !