More

    ,,იმ ნაძირალამ შარვალი და საცვლები ჩამხადა. თვითონაც დაიწყო შარვლის გახდა”- 15 წლის გოგოს ისტორია

    spot_img
    ძალადობა

    სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი – „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

    ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად 16 წლის გოგოს წერილი ვრცელდება რომელიც წერს, რომ მასზე  15წლის ასაკში იძალადეს. „დაიჯესტი“ ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.

    ,,დაიცავი, თუ სხვა ჩემნაირ ამბავს მოგიყვება… ეს მე დღემდე მკლავს…

    15 წლის ვიყავი დაახლოებით 5 თვის წინ. ახლა 16-ის ვარ.

    თებერვლის შუა რიცხვები იყო. დაბადების დღიდან მივდიოდი სახლში. დაბადების დღიდან ღამის 12-ზე გამოვედი და წავედი ტაქსის გასაჩერებლად. ვარკეთილში ვიყავი და ასე თუ ისე გზა ვიცოდი. ამიტომ გადავწყვიტე, ტრასამდე მოკლე გზით გავსულიყავი. მივდიოდი და ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენდი. ჩემ გარშემო არავინ იყო საერთოდ. მარტო მივუყვებოდი იმ ბნელ უბანს. რამდენიმე ხნის შემდეგ, პატარა თაღიდან ერთი ბიჭი (ასე 19-20 წლის იყო) გამოვიდა. სახეზე ვერ დავინახე, შავი „პანამა“ ქუდი ეფარა და ღამის 12-ზე მუქი სათვალები ეკეთა – სახეზე გარჩევა შეუძლებელი იყო.

    მომიახლოვდა. მე ლევანი მქვიაო. მეც ვუთხარი ჩემი სახელი. შემდეგ ერთი ორი წუთი რაღაცებზე მესაუბრა – სად მივდიოდი, საიდან მოვდიოდი. შემდეგ მითხრა, წამომყევიო. შემეშინდა. ვუთხარი, მამა მელოდება, უნდა წავიდე-მეთქი. უცებ შემომატრიალა, ხელი მომკიდა და თაღისკენ შემათრია. ცალი ხელით მიჭერდა, მეორე ხელით კი შარვალს მიხსნიდა. კივილი ავტეხე. პირზე ხელი მომიჭირა და მაისური აიწია. მაჩვენა, რომ შარვალში დანა ედო…

    ძალიან შემეშინდა… ტირილი დავიწყე. იმ ნაძირალამ შარვალი და საცვლები ჩამხადა. თვითონაც დაიწყო შარვლის გახდა. ამ მომენტში დრო ვიხელთე, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და თავში ჩავარტყი. წაბარბაცდა და დაეცა. შარვალი ავიწიე და მთელი სისწრაფით გავიქეცი.

    სახლში რომ მივედი, ვერავის მოვუყევი. იმის მერე 1 კვირა სახლიდან არ გავსულვარ… მის მერე სულ შიშებში ვარ. უცხო ბიჭებთან ყველასთან კონტაქტის მეშინია და ღამე 8-9-ის შემდეგ სახლიდან გასვლის მეშინია ძალიან… ვინანე, პოლიციას და დედიკოს რომ არ ვუთხარი…”.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !