More

    იმ ოპოზიციისგან, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნას ვერ მივიღებთ – შალვა პაპუაშვილი

    spot_img
    „ქართული ოცნების“ წევრი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge

    „იმ ოპოზიციისგან, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებზე თანხის გამოყოფას და დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ ვერანაირ შენიშვნას“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. 

    შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა კეთდება ჯანდაცვის სფეროში.

    როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ონკოლოგიურ პაციენტზე საშუალოდ 22 ათასი ლარი იხარჯება. „რამდენადაც ვიცი, დღეს ონკოლოგიურ პაციენტზე საშუალოდ 22 ათასი ლარი იხარჯება და იმ ოპოზიციური ძალებისგან, რომელიც ასეთ დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის მორალურად მიუღებელია საერთოდ რაიმე შენიშვნა ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !