More

    იოსებ არჩვაძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს სოციალური წნეხის შესამსუბუქებლად, იგივე სუბსიდირების პროგრამა ამის კარგი მაგალითია

    spot_img
    ეკონომიკის ექსპერტი
იოსებ არჩვაძე - Digest.ge

    „როგორც ელექტროენერგიის სექტორში, გაზშიც გვჭირდება ბაზრის ლიბერალიზაცია, კონკურენცია, ბაზრის გახსნა, გაზსაცავის მშენებლობა… თუ რამე არ შევცვალეთ გაზის სფეროში, ასე იქნება ყოველთვის – ნებისმიერ დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაძლებელი იქნება რომ ტარიფი მოსახლეობას გაეზარდოს. ფაქტია, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ სოციალური წნეხის შესამსუბუქებლად, იგივე სუბსიდირების პროგრამა ამის კარგი მაგალითია. მხოლოდ ბუნებრივი გაზის სექტორში სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა 1 მილიონზე მეტმა აბონენტმა, რამაც ჯამში 165 მილიონ ლარამდე შეადგინა,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „სემეკის“ მიერ თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის საკითხს.

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებული სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით.

    ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1 ივნისიდან. ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !