More

    ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა

    spot_img

    რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. პრეზიდენტის თანამდებობა ირაკლი აბუსერიძემ დაიკავა. 

    აბუსერიძე რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    „მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოპონენტებსაც, მხარდამჭერებსაც და იმ ადამიანებსაც ვინც მხარი არ დამიჭირა. გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა. იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, – აცხადებს აბუსერიძე.

    ინფორმაციისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი ბაჩო ხურციძე, გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოდნენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here