More

    ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    spot_img

    თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

    მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

    სტუმარმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

    საუბრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო გერმანიის აქტიურ ჩართულობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის არაერთი ინიციატივის იმპლემენტაციაში.

    ირაკლი ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და გერმანიის ბუნდესტაგის შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების, აგრეთვე ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ ქართულ-გერმანულ ფორუმში ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა.

    ირაკლი ბერაიამ გერმანელ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

    ინფორმაციისთვის, შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და გერმანიის სამხედრო ატაშე ლარს უკერვიცი ესწრებოდნენ.

    აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

    👉 მიხარია, რომ გერმანიის საელჩო და თვითონ ელჩი ჩვენი ქვეყნის განვითარების მხურვალე გულშემატკივრები არიან

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here