More

    ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

    spot_img

    პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    მათი თქმით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე და სხვა საკითხებზე.

    კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

    „საფრანგეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები. ძალიან ღირებულია ის წვლილი, რომელიც საფრანგეთს შეაქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.

    ჩვენ ვაფასებთ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას. საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას.

    ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, პირველ რიგში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ჩემგან ხაზი გაესვა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას იმისთვის, რომ ამ სახელმწიფომ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

    საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა. ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც არა მხოლოდ ჩვენს მზაობას და სურვილს, არამედ ამ კუთხით ჩვენს შესაძლებლობასაც ადასტურებს.ლ საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი საერთაშორისო აქტორი მტკიცედ დგას რეგიონში უსაფრთხოების და დასავლური ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე. აუცილებელია ნატო-ს მოკავშირეებმა დააჩქარონ ალიანსში საქართველოს გაწევრების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ბერაიამ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here