More

    ირაკლი ლატარია – ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან საქართველოს შიდა მოხმარება, ფაქტობრივად, სრულად არის დამოკიდებული იმპორტზე

    spot_img
    ირაკლი ლატარია

    „თბილისში გაზის ტარიფი თითქმის გაუთანაბრდა აქამდე რეგიონებში არსებულ ტარიფებს. არასასიამოვნოა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი იყო. საქართველოს შიდა მოხმარება, ფაქტობრივად, სრულად არის დამოკიდებული იმპორტზე. თანაც, გასათვალისწინებელია ის, რომ მოსახლეობისათვის დადგენილ ტარიფში, ძირითადად, ე.წ. სოციალური გაზი, ანუ ჩვენი პარტნიორისგან, აზერბაიჯანისგან შეღავათიან ფასად მოწოდებული გაზის ფასი მონაწილეობს,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ლატარიამ.

    თავის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მან კომენტარი გააკეთა სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის თაობაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

    შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებული სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1-ლი ივნისიდან. ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !