More

    ირაკლი ტაბლიაშვილი – ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… ესაა რუსული გზა!

    spot_img
    ჟურნალისტი ირაკლი
ტაბლიაშვილი Digest.ge

    ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება, რომელიც თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს.

    ირაკლი ტაბლიაშვილი „რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად გოლეთიანმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 26 მაისის აქციის შემდეგ ის და მისი მხარდამჭერები ხეობაში დაბრუნდებიან, რათა ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეუშალონ.

    ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობის ბლოკირებას ორივე მხრიდან გეგმავენ:

    „ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… და ამას უწოდებენ კანონის აღსრულებას ხალხის მხრიდან. აი, ესაა რუსული გზა!..

    ხვალ, თავისი სასამართლო შექმნას და ორივე მხრიდან ჩაკეტილ რიონის ხეობაში მოხვედრილი ოპონენტები სიკვდილით დასაჯოს!.. ბარემ,“ – წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.

    ინფორმაციისთვის, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !