More

    ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

    spot_img

    ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 2 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

    მას, ასევე, აეკრძალა ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება.

    აქტივისტს გამოძიება ადევნებას ედავება.

    ფანგანი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნავს, რომ მას პოზიცია არ შეუცვლია. იგი მიუთითებს, რომ თუ არა ის, სხვა ჩაიდენდა იმავე საქციელს, რომ არაფერს ნანობს და აქციებზე სიარულს კვლავ განაგრძობს.

    „ვიბრძოლებ ბოლომდე, სასამართლო გადაწყვეტილებას ვეთანხმები.“- განაცხადა აქტივისტმა.

    ფანგანის უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით იმ კუთხით, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა გირაოს ოდენობაზე სრულად არ დააკმაყოფილა და შეამცირა გირაოს ოდენობა, თუმცა იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ აქტივისტს დამატებითი ღონისძიებები დაეკისრა, რაც მათთვის მიუღებელია.

    „როგორც გირაოს ნაწილში, ასევე, დამატებითი ღონისძიების ნაწილში, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით იქნება გასაჩივრებული.“- აღნიშნავს ფანგანის უფლებადამცველი.

    ინფორმაციისთვის, ფანგანი ბათუმში რამდენიმე დღის წინ დააკავეს, როდესაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს აქციის დროს თავზე ნაგავი დააყარა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here