More

    ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი კობახიძის არჩევა არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები

    spot_img

    „საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ანალოგიურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რისი ნათელი დადასტურებაც არის ირაკლი კობახიძის მეორედ არჩევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

    მისი თქმით, ეს, არის იმ შედეგების აღიარება, რომელიც საქართველოს აქვს.

    „მეორე მხრივ, როგორც ირაკლი კობახიძისთვის, ასევე, მთლიანად საქართველოს დელეგაციისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტი აქტუალიზაცია მოხდეს და შესაბამისად, კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here