More

    ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    spot_img

    ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

    მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც თურქული ბიზნესსექტორი საქართველოში, კონკრეტულად კი, სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს.

    „სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია გავაგრძელოთ ინტენსიური კონტაქტები, რათა კიდევ უფრო დავაინტერესოთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოში ინვესტიციების ჩადებით.

    განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა თხილის კულტურის განვითარების მიმდინარეობა ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ვისაუბრეთ სამეგრელოს რეგიონში სხვა ბიზნეს მიმართულებების განვითარებაზე“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here