More

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფორმატს “3+3” მხარს უჭერს

    spot_img

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში ფორმატის «3+3» შექმნას, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ირანი თურქეთი და რუსეთი შევლენ. ამის შესახებ ზარიფმა თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაციას hurriyetdailynews.com ავრცელებს. 

    მსგავსი ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე ჯავად ზარიფმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე განაცხადა. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება სწორედ ამ ქვეყნების ინტერესებში შედის. „ყველა ქვეყანა. მათ შორის სომხეთის ახალი სიტუაციიდან მოგებას ნახავს. ჩვენ ველით, რომ ერევანი ამ მიმართულებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს“ – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

    «3+3» ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ამ ინიციატივას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა. მოჰამედ ჯავად ზარიფის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თეირანში ირანის, თურქეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

    იხილეთ აგრეთვე:

    🔑 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთიდან მატარებლები რუსეთსა და ჩინეთში დაიძრა

    🔑 სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here