More

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა

    spot_img

    რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

    მუჰამედ ჯავად ზარიფს დავით ზალკალიანი დახვდა. საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანელი დიპლომატი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

    ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანი არის მეზობელ ქვეყნებთან განხილვა გასულ წელს სამეზობლოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ახალი ვითარება და რეგიონის განვითარების და უსაფრთხოების პერსპექტივები.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here