More

    „ირწევა, მაღლა იყურება, თითქოს ეშინია, რამე არ დაავიწყდეს“- დაკავებული ჟურნალისტის მეგობრის ვიდეო გავრცელდა

    spot_img

    დისიდენტი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას ოჯახები ფიქრობენ, რომ დაკავებულების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

    „დამიჭირეს, ჩამათრიეს დიდუბის გამგეობის უკან ნაძვნარში, გამაუპატიურეს, ფული წამართვეს და წავიდნენ“ – გაუხმაურებელი ამბავი

    მათივე ცნობით, რომან პროტასევიჩი და მისი რუსი მეგობარი გოგო, სოფია საპეგა ახლა მინსკში იმყოფებიან, წინასწარი დაკავების იზოლატორებში.

    „მოვუწოდებ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, გადაარჩინონ“, – ამბობს ჟურნალისტის დედა, ნატალია პროტასევიჩი.

    გავრცელდა ვიდეო, სადაც საპეგა ამბობს, რომ ის არის ერთ-ერთი ტელეგრამ-არხის რედაქტორი, სადაც ბელორუს სამართალდამცველებზე პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებენ, თუმცა, არის ეჭვი, რომ გოგონა ზეწოლის ქვეშ საუბრობს.

    საპეგას დედა ამბობს, რომ მისი შვილი ვიდეოში უჩვეულო მანერით საუბრობს და დარწმუნებულია, რომ გოგონას აიძულებენ, დაზეპირებული ტექსტი თქმას:

    „ჩემი მეგობრებიც კი მირეკავენ და მეუბნებიან… ეს მისთვის უჩვეულო მანერაა, ირწევა, თვალებით მაღლა იყურება, თითქოს ეშინია, რამე არ დაავიწყდეს“,- ამბობს სოფიას დედა.

    მანამდე ბელარუსმა სამართალდამცველებმა პროტასევიჩის ვიდეო გაავრცელეს, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ძალდატანებით არის ჩაწერილი, მისი ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ჟურნალისტს სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალიც ემჩნევა.

    18 წლის გოგო დეიდის ქმარმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა – დიდი ოჯახური საიდუმლო

    ინფორმაციისთვის, პროტასევიჩი და საპეგა კვირას დააკავეს, როდესაც მათი თვითმფრინავი ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა გეზი შეიცვალა და მინსკში დაეშვა.

    დასავლეთის ქვეყნები ბელარუსს „რაინეარის” თვითმფრინავის გატაცებაში ადანაშაულებენ, რომელსაც მინსკში დაჯდომა ბომბის საფრთხის გამო აიძულეს. ევროპის რამდენიმე ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !