More

    „ისტორიების მატარებელი“ – საქართველოს რკინიგზის ახალი პროექტი

    spot_img

    საქართველოს რკინიგზამ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ხელოვანები, მეცნიერები – რა საინტერესო ამბები გადახდათ მათ რკინიგზით მგზავრობის დროს და ვის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში რკინიგზის განვითარება? ამ ისტორიებს აერთიანებს ბროშურა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა.

    მათი თქმით, თითოეულ ისტორიაზე ექსკლუზიური ნახატები საკუთარი ინსპირაციით ქართველმა მხატვრებმა შექმნეს.

    მათ შორის არიან: ნიკო ხერკელაძე, მამუკა ცეცხლაძე, ბესიკ არბოლიშვილი, ზურა გომელაური, ოლეგ ტიმჩენკო, დალი ფოდიაშვილი და სხვები.

    ბროშურაში ასევე მოთხრობილია ფიროსმანის, გალაქტიონისა და ტერენტი გრანელის საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდების შესახებ.

    ინფორმაციისთვის, „ისტორიების მატარებელი“ – ამ სახელწოდების ბროშურის განთავსებას საქართველოს რკინიგზა მოგვიანებით მატარებლებშიც გეგმავს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here