More

    „ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია“ – გეგეჭკორი

    spot_img
    გეგეჭკორი ნონა

    ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა არ იცავს ინფიცირებისგან.

    დაიჯესტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

    ,,ეს არის უმძიმესი შეცდომა” – ნანა გეგეჭკორი

    „ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.

    ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს. მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია.

    „ეს ჯოჯოხეთი ლამის მთელი წელი გაგრძელდა“ – გეგეჭკორი

    ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ სადაც ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები 400-ზე მეტი ერთდროულად იყო მართვით სუნთქვაზე“,- წერს ექიმი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !