More

    „ის, რომ თავდაცვის სამინისტროდან ადამიანები მასიურად მიდიან, მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარეობს“ – დავით ჩიხელიძე

    spot_img
    დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

    მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მასიურად ტოვებენ, დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ეხმაურება.

    ჩიხელიძე გავრცელებულ ინფორმაციას ჭორსა და დეზინფორმაციას უწოდებს. მისი თქმით, აზოგადოებაში ჯარი ნდობის მაჩვენებელმა 90%-ს გადააჭარბა:

    „რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან სამხედრო მოსამსახურეების გადინების პროცესს შეეხება (სენაკის მე-2 ქვევით ბრიგადაზე). როგორც მოგეხსენებათ, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოვადგენ, აქტიურად აშუქებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს. შემიძლია გადაჭრით და დარწმუნებით ვთქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ჭორი და დეზინფორმაცია, რადგან თავდაცვის სამინისტროდან სამხედროების გადინება არ ხდება. რა თქმა უნდა, არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ადამიანი ოჯახური მდგომარეობის ან სხვა წონადი მიზეზის გამო თავდაცვის სამინისტროს ტოვებს, რაც ბუნებრივი მოვლენაა, ხოლო ის, რომ თავდაცვის სამინისტროდან ადამიანები მასიურად მიდიან, მიზანმიმართული, ბინძური კამპანიის ნაწილია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

    მინდა გითხრათ, რომ გასული ორი წლის განმავლობაში, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, საზოგადოებაში ჯარი ნდობის მაჩვენებელმა 90%-ს გადააჭარბა, გაიზარდა სამხედრო სამსახურში წასვლის მსურველთა რაოდენობა და ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა ჯარიდან კადრების გასვლის მაჩვენებელი. აღნიშნული სამი კომპონენტი არის ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტრო გახლავთ პროგრესირებადი უწყება, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანთა საჭიროებების მიხედვით მოქმედებს. მშენებლობას, რომლის საძირკველიც ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა, წარმატებით აგრძელებს ჯუანშერ ბურჭულაძე. მავანთ და ქვეყნის სიძლიერის მოსურნეებს ავიწყდებათ, რომ სიმართლე ყოველთვის, ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, სიმართლე თავდაცვის სამინისტროს მხარესაა, სადაც სამხედროების საჭიროებებზე მორგებული არაერთი პროექტი განხორციელდა: საქართველოს მასშტაბით განხორციელდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, გაუმჯობესდა კვების რაციონი, გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები, მოხდა ახალი სამხედრო ფორმის შესყიდვა, განხორციელდა ანაზღაურების ზრდა (წოდების მიხედვით), შემუშავდა ახალი საბინაო პოლიტიკა (1200 სამხედრო მიიღებს ახალ ბინას), განხორციელდა განათლების სტიმულირება (თანადაფინანსება),გაუმჯობესდა სადაზღვევო პაკეტი. აღნიშნული გახლავთ თავდაცვის სამინისტროში, ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების მცირე ჩამონათვალი,“ – აღნიშნავს ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !