More

    ის უფრო ადრე უნდა წასულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება – ზაალ ანჯაფარიძე გიორგი გახარიაზე

    spot_img
    ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე Digest.ge

    ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ყოფილი ექსპრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე გახარიას მიერ დასახელებულ გადადგომის მიზეზებს ეხმაურება.

    როგორც ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, იგივე მიზეზით გადადგა ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც, ანჯაფარიძის თქმით, „მოულოდნელად“ აღმოაჩინა რომ მის „მემარჯვენე“ პოლიტიკას პარტია არ იზიარებდა:

    „გიორგი გახარიას განმარტებამ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე: თუ რა გახდა მისი გადადგომის რეალური მიზეზი, აჩვენა, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრების მეთოდი, რომელიც ჩემი აზრით, სრულიად კანონიერად განხორციელდა და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოს ხელისუფლება იგივეს გააკეთებდა კანონდამრღვევის რეგალიების და სტატუსის მიუხედავად.

    აღმოჩნდა, რომ გახარიას რაღაც მომენტში გაუჩნდა ფუნდამენტური წინააღმდეგობები „ქ/ოცნებასთან“ და მის პოლიტიკასთან, და ამაზე მან ღიად ისაუბრა. შესაბამისად, გადადგომის რეალური მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო. თუ ასეა, მაშინ ის უფრო ადრე უნდა წასულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება. სხვათა შორის, იგივე მოუვიდა ექს-პრემიერ კვირიკაშვილსაც, რომელმაც „მოულოდნელად“ აღმოაჩინა რომ მის „მემარჯვენე“ პოლიტიკას პარტია არ იზიარებდა,“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !