More

    იუსტიციის სამინისტროს რა შენიშვნები გაითვალისწინა მთავრობამ ENKA-სთან ხელშეკრულებაში?

    spot_img
    ენკა რინიუებლზი -
ნამახვანი - Digest.ge

    გამოცემა „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ კი, მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ სარჯველაძის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის ნამახვანჰესის ხელშეკრულების პროექტის შესახებ 2019 წლის 30 მარტს გაგზავნილი შენიშვნები. ხელშეკრულების პროექტის იურიდიული შეფასება იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა. იურიდიული შეფასების მომზადების მიზანს კი, პროექტის მთავრობის სხდომაზე გატანამდე მისი სრული იურიდიული შეფასების მომზადება წარმოადგენდა.

    იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს 22 პუნქტად ჩამოწერილი 26 სხვადასხვა სახის შენიშვნა გაუგზავნა, რომელთა ნაწილიც ფორს-მაჟორის მუხლს, ნაწილი – ტერმინების დაზუსტებას და ნაწილი გარკვეული ბუნდოვანების შესწორებას ისახავდა მიზნად. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწერილი შენიშვნები, რომელთა ნახევარიც გაითვალისწინა და ასახა კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში, ნაწილს კი ინვესტორ კომპანიასთან შეჯერების შედეგად არ დაეთანხმა.

    ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა შენიშვნების ფურცელი, სადაც თავი მოუყარა მხარეების მიერ წარმოდგენილ პოზიციებს და მთლიანი დოკუმენტი განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობას. დოკუმენტი განიხილეს მთავრობის სხდომაზე, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიასთან ხელშეკრულების გათვალისწინებული შენიშვნებით გაფორმების შესახებ. გამოცემა „ნიუპოსტმა” მოიპოვა ეს დოკუმენტი, რომელიც ასახავს უშუალოდ რომელი შენიშვნების გათვალისწინება მოხდა.

    წყარო: bm.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !