More

    იფრთხილეთ! კარგი ამბები არ დატრიალდება – ტამარა გლობას ასტროლოგიური პროგნოზი

    spot_img
    გლობა

    ასტროლოგი ტამარა გლობა მზისა და მათვარის დაბნელებასა და მათი გავლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    „რკალისებრი მზის დაბნელებები ხდება მაშინ, როდესაც მთვარე თავისი ორბიტის დედამიწიდან ყველაზე დაშორებულ წერტილში იმყოფება, ამ სიშორის გამო ის მზის დიამეტრზე გაცილებით უფრო მცირე ზომის ჩანს ხოლმე. შესაბამისად მთვარის მიერ მზის სრული გადაფარვა ვერ ხდება და მზის დისკო მთვარის უკან ნაწილობრივ მაინც ხილულია. ასეთ დროს ცაზე მნათობის ნაცვლად წრე/ რკალი ჩანს.

    როგორც ვიცით, მთვარის ორბიტის ყველაზე შორეული წერტილი, მთვარის აპოგეა არის ის, რასაც ასტროლოგიაში ლილიტს ვეძახით. და მართალია, ამ მომენტისთვის ახლა შავი მთვარე ოდნავ „გვერდზე არის გაწეული“ – კუროში მოძრაობს, მაგრამ მისი საპირისპირო არსის მქონე თეთრი მთვარე,ანუ სელენა, ზუსტად ამ დაბნელების ოპოზიციაში დგას, მშვილდოსნის ნიშანში.

    ეს მომენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ დიდად კარგი ამბები ვერ დატრიალდება მინიმუმ მომდევნო 2 კვირის მანძილე (ანუ ვიდრე მთვარის ფაზა შეიცვლებოდეს). სიცრუე, ცდუნებები, სიმართლის დაჩაგვრა…
    იფრთხილეთ!“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !