More

    „იქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ ადამიანს დასჭირდეს ან ანტიბიოტიკი, ან ფაგი“ – ყარამან ფაღავა

    spot_img
    მედიკამენტები

    ​პროფესორმა ყარამან ფაღავამ ანტიბიოტიკების არამიზნობრივ გამოყენების საფრთხეებზე ისაუბრა და ის გართულებები დაასახელა, რომელსაც ანტიბიოტიკი იწვევს:

    „მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ბრწყინვალე პრეპარატი, რომელიც არჩენს და შველის უამრავ დაავადებას, თვითონ ანტიბიოტიკოთერაპია, შესაძლოა, იყოს მიზეზი ბევრი გართულების. ეს არის ალერგია, დისბაქტერიოზი, შინაგანი ორგანოების დაზიანება, ძვლის ტვინის მოშხამვა. ანტიბიოტიკების გარეშე ვერ გავძლებთ. როდესაც მძიმე სეფსისია, როგორ შეიძლება, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი არ დაუნიშნო?! სამწუხარო ის არის, რომ ანტიბიოტიკი ძალიან ხშირად ინიშნება იქ, სადაც არ არის საჭირო.“

    მისივე თქმით, ანტიბიოტიკები მხოლოდ იქ უნდა დაინიშნოს, სადაც მისი მიღების საჭიროებაა:

    „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზია, რომ თუ რამე არ შეიცვალა, დაახლოებით 20 წლის შემდეგ გვექნება ისეთი მდგომარეობა, როგორიც იყო ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე, როდესაც პატარა ჭრილობაც კი შეიძლება იყოს ფატალური და გამოიწვიოს სიკვდილი. ამიტომაც ძირითადი ძალისხმევა ამ დარგში არის იმაზე, რომ როგორმე შევამციროთ ანტიბიოტიკების მიღება. ​ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს იქ, სადაც მართლა საჭიროა, უნდა დავნიშნოთ ის ანტიბიოტიკი, რომელიც მისაღებია.“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !