More

    იქიდან გამომდინარე, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი პოლიტიკური აქტიურობა, შეიძლება რაღაც ეჭვებზე ვისაუბროთ – ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დაფინანსებაზე

    spot_img
    „ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

    „გამომდინარე იქიდან, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ მაგალითად გახარიას, ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური აქტიურობა, შეიძლება რაღაც ეჭვებზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დავით კეზერაშვილის მიერ გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    „წამოცდენები ჰქონდათ ოპოზიციონერებს. მაგალითად, უგულავას, ცისკარიშვილს და ა.შ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ამყარებენ იმედებს გახარიაზე, რომ ის დაეხმარებათ მათ რაღაცნაირად იმაში, რომ დაგვაახლოონ 43%-იან ბარიერს, მაგრამ ეს გამორიცხულია. ვერც გახარია, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც უგულავა ჩვენ 43%-იან ბარიერს ვერ დაგვაახლოებს, გამომდინარე საზოგადოების მხარდაჭერიდან. ამას ოქტომბერში ყველა იხილავს“, – აღნიშნა კობახიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !