More

    ,,იცოდნენ მეგის ცუდად ყოფნის შესახებ და მიატოვეს” – ადვოკატის სკანდალური წერილი

    spot_img

    მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე, მაგრამ თავად ის ფაქტები, რომლებზეც იცრუეს მოწმეებმა, რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახო ბარამაშვილი წერს.

    მისივე თქმით, გარდაცვალებიდან 10 კვირა გავიდა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო კი დასკვნის გამოქვეყნებას აჭიანურებს.

    “ვიოლეტა ინასარიძემ და გიორგი აფციაურმა იცოდნენ მეგის ცუდად ყოფნის შესახებ და მიატოვეს. ამას სამსახურებრივი გულგრილობა ჰქვია.

    ადრენალინი მეგისთვის არ გაუკეთებიათ რეანიმაციის ოთახში აყვანამდე. ეს, სავარაუდოდ, დაგვიანებული სამედიცინო დახმარებაა.

    დოკუმენტებით აღწერილია ადრენალინის დოზის იმუნიზაციის სივრცეში გაკეთება და სხვა ცრუ ფაქტები. ესეც სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება.

    გარდაცვალებიდან 10 კვირა გავიდა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჯერაც არ აქვეყნებს დასკვნას, მიუხედავად ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.

    პროკურატურა საკუთარი ინიციატივით მხოლოდ ბუღალტერიის წარმოებითაა დაკავებული და არსად ეჩქარება – იმითაც კმაყოფილია რომ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე დაიწყო დევნა.

    გამოძიება ახალციხეში კონკრეტულ წამალს ეძებს, რომელიც საქმეში საერთოდ არსად ფიგურირებს.

    რამდენიმე პირი ჭორებს ავრცელებს საზოგადოებაში, ზოგს ისეთ მდაბიოს, უარესის წარმოდგენა რომ არ შეიძლება.

    ქვეყანაში ყველაზე სანდო ექიმად მოაზრებული ლევან რატიანი, ბედისწერას ეძახის მეგის გარდაცვალებას და სამი მუშკეტერიდან ერთ-ერთი აზრს ეძებს ყველაზე დიდი უაზრობის გამოხატულებაში, რაც ჩვენ ქვეყანაში კოვიდთან მიმართებით მოხდა.

    ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელებს და სახელმწიფო სირაქლემას პოზაშია იმის იმედად, რომ ოჯახი დამშვიდდება და ხალხს დაავიწყდება მეგის ამბავი.

    არავის არაფერი დაავიწყდება და არც ოჯახი დამშვიდდება, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა!”, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, 2021 წლის 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში”, ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

    მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

    27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

    ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

    წყარო: report.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !