More

    იცხოვრონ წყალზე, ღვინოზე და ხმელ პურზე, როგორც ეს ქრისტიანობაშია მიღებული – ნათელაშვილი საპატრიარქოზე

    spot_img
    შალვა ნათელაშვილი და
საპატრიარქო

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საპატრიარქოს ყოველგვარი პანსიონატების გახსნა უნდა აეკრძალოს .

    „ჩემთვის მთავარია ჩვენი ქვეყანა, მომავალი, ჩვენი ისტორია და დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი – საპატრიარქოც, პოლიტიკაც, ჩემი თავიც და ყველაფერი არის დამატებითი აი, ამ დიდ მიზანთან შედარებით. ამიტომ, მე არასდროს დავიხევ უკან სიმართლე ვთქვა, რომ რაღაცას ეშველოს.

    საპატრიარქოს უნდა აეკრძალოს ყოველგვარი პანსიონატების გახსნა…

    ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე. საპატრიარქომ ღმერთს შესთხოვოს თანადგომა და დახმარება, იცხოვრონ წყალზე, ღვინოზე და ხმელ პურზე, როგორც ეს ქრისტიანობაშია მიღებული…

    ევრორემონტიანი მეუფეები, ჯიპიანი, მძღოლიანი, მოსამსახურე პერსონალით გარშემორტყმული, ბიზნესმენიანი მეუფეები არის უბედურება ქვეყნისათვის.

    მე ამას ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ეკლესია იყოს ძლიერი“,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი „ტვ პირველთან“.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !