More

    „კანონს ვინც არღვევს შესაბამისად აგებს პასუხს“- კუჭავა ნიკა მელიაზე

    spot_img

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელიას დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

    კუჭავას თქმით, ნიკა მელია გამონაკლისი არ უნდა იყოს.

    „კანონი ყველასთვის ერთია, კანონს ვინც არღვევს შესაბამისად აგებს პასუხს. არ ვიცი გადაიხადა, თუ არ გადაიხადა, ფაქტი ერთია ის არ უნდა იყოს გამონაკლისი. როგორც კანონი შეეხება სხვა ადამიანს, ისე უნდა შეეხოს ნებისმიერ სხვას მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკოსია თუ სხვა“, – აცხადებს კახა კუჭავა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „ნიკა მელიასადმი წარდგენილი ბრალდება აბსურდულია“ – ალეკო ელისაშვილი

    ✔️ ნიკა მელია გირაოს თანხას არ იხდის – ის პროკურატურაშია დაბარებული

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here