More

    „კაცობრიობა წელიწადნახევრის შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“ – გამყრელიძე

    spot_img

    „სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    გამყრელიძის თქმით, მიუხედავად მასობრივი ვაქცინაციისა, პირბადის ტარება მაინც საჭირო იქნება.

    „ჩვეულ რიტმს, როდესაც ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა ნიღაბი, დავდიოდით სამოგზაუროდ და ასე შემდეგ, კაცობრიობა ჩემი პირადი გათვლებით და პროგნოზით დაუბრუნდება წელიწად-წელიწადნახევარში.

    ის სამიზნეები, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით არის დასახული და თუ ეს მოხდა, მიუხედავად სრული ვაქცინაციისა მაინც გარკვეული პერიოდი ნიღბის ტარება დაგვჭირდება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენა და ა.შ. თქვენ ნახეთ რომ ამან სხვა რამეზეც იმოქმედა, წელს გრიპი თითქმის არ არის.

    ამიტომ, სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – აღნიშნა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „არასწორი გადაწყვეტილებები თუ მივიღეთ, შეზღუდვების კვლავ აღდგენა დაგვჭირდება“ – მდინარაძე

    ✔️ „შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არ არის“ – მამუკა მდინარაძე

    ✔️ 1 006 ინფიცირება, 1 050 გამოჯანმრთელება – ეპიდვითარება საქართველოში

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here