More

    კახა კუჭავა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები

    spot_img

    „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება.  ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი.

    რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები არამედ, ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა. 

    მისი თქმით, ეს ის საკითხებია, რომელზეც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აპირებს რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოუწოდებს მათ შეასრულონ ვალდებულებები – აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები.

    შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

    ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

    აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

    👉 ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები

    👉 ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დავა მოვიგეთ და ბოლო დავა საქართველო რუსეთს შორის 2008 წლის ომს ეხებოდა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here