More

    კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძე გამორჩეული პროფესიონალია და არ ყოფილა გასაკვირი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის წაყვანა სწორედ მას შესთავაზეს

    spot_img

    „ვიცე პრეზიდენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა, შემოთავაზება გაკეთდა ირაკლი კობახიძეზე – ის გამორჩეული პროფესიონალია, მას ძალიან კარგად იცნობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და არავისთვის არ იყო გასაკვირი, რომ დღეს ირაკლი კობახიძეს შეთავაზეს სხდომის წაყვანა“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

    კახა კუჭავა, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

    ასამბლეის პლენარულ სხდომას დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ასაბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე უძღვება.

    ინფორმაციისთვის, დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი შედიან.

    ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება.

    აგრეთვე წაიკითხეთ:👇

    👉 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here