More

    კახა კუჭავა ოპოზიციას: ან ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას

    spot_img

    კახა კუჭავა მოუწოდებს ოპოზიციას, ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.

    „ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით გავიაროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და დეტალი.“ – აცხადებს კუჭავა.

    მისი განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თუ ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც საზოგადოებას უმტკიცებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მიეცემა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და შეეცადოს თავისი ბრალდებები სამართლებრივად თავადვე დაამტკიცოს.

    „ეს კიდევ ერთი ტესტი იქნება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის. ან ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის და დაანებონ თავი პროპაგანდას.“ – განმარტავს კუჭავა.

    ინფორმაციისთვის, „საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    აგრეთვე იხილეთ:

    „საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ“ – ჯაფარიძე

    იაგო ხვიჩია ცვლილებებს აანონსებს – „არსებული სიტუაცია ისე უნდა შევცვალოთ, რომ ბოიკოტში მყოფმა პარლამენტარებმაც კი შეცვალონ პოზიცია“

    „საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here