More

    კახა კუჭავა: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის დელეგაციას საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში

    spot_img

    „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის დელეგაციას თავიანთი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში, როგორც საპარლამენტო ასამბლეაზე ისე ნებისმიერ სხვა ფორმატში“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

    სხდომაზე დღეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

    დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს, უკრაინისა და სხვა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა მკაფიო და ძლიერი არგუმენტები წარადგინეს.

    „გვქონდა ძალიან მკაფიო არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაგრძელებოდა რუსეთს უფლებამოსილება. პირველ რიგში საუბარი არის მათ მიერ არშესრულებულ ვალდებულებებზე.

    ყველას შევახსენეთ არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების არშესრულება, ასევე ვახსენეთ ის არსებული რეალობა, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს და იმ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის.

    ასევე ვახსენეთ ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს. მიგვაჩნდა, რომ საკმარისი არგუმენტები იყო იმისთვის, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილიყო. უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რადგან თვლიან, რომ სჯობს დიალოგის ფორმატში იყოს წარმოდგენილი რუსეთი და აქ მოისმინონ მათ ის არგუმენტები, რომელიც ყოველთვის იქნება მათ წინააღმდეგ წარმოდგენილი.

    ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ მათ თავიანთი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში, როგორც საპარლამენტო ასამბლეაზე ისე ნებისმიერ სხვა ფორმატში.

    გარდა იმისა, რომ საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ასამბლეის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის ღია მხარდაჭერა.

    კიდევ ერთხელ აღინიშნა ყველას მხრიდან ის მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს უდგას წინ – საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე პერმანენტულად დარღვეულ უფლებებსა და სხვადასხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელზეც დგას რეალურად ევროსაბჭო“,- აღნიშნა კახა კუჭავამ.

    ინფორმაციისთვის, კახა კუჭავა, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here