More

    „კიბეზე, მაღალი მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა… ქალბატონს თვალები ცრემლებით აევსო…“ – რას წერს მოროშკინა?

    spot_img
    ლალი მოროშკინა

    ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოულოდნელი სტუმრობის შესახებ წერს.

    როგორც პოსტიდან ვიგებთ, მისი სტუმარი მამა პეტრე კოლხი იყო.

     

    „ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.

    დღეს დილიდან ჟრიამული იყო აუზზე…

    ბავშვები წყალში ლაზღანდარობდნენ, უფროსები ბართან, მხოლოდ ერთი ქალბატონი შეფიქრიანებული მეჩვენა.

    უცებ კიბეზე, მაღალი მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა…

    ვერ წარმოგიდგენიათ ამ ქალბატონის სიხარული, თვალები ცრემლებით აევსო…

    თურმე წლებია ოცნებობდა მამა პეტრესთან შეხვედრაზე და ეს სურვილი ნინოობაზე აუხდა!

    მე კი უბრალო, ადამიანური მადლიერება მინდა გამოვხატო პეტრეს მიმართ. დღეს ბოდბე მოილოცა და ეს მადლი მეც მიწილადა… სიღნაღში ჩამომაკითხა.

    მიყვარს ეს დღე,

    წმ.ნინოს სულ ველაპარაკები, ვიცი რომ ის მაძლიერებს…

    მადლობა სამყაროს“, – წერს მოროშკინა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !